თბილისში, ვეფხი და მოყმის ძეგლთან, ერთმანეთს 7 მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.