18 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
ჩინეთში მგზავრებით სავსე ტურისტული ავტობუსი დაიწვა - დაღუპულია 26 ადამიანი

ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში, მგზავრებით სავსე ტურისტული ავტობუსი დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 26 ადამიანი. 28 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი ჩქაროსნულ მაგისტრალზე გვიან ღამით მოხდა.

ორსართულიან ავტობუსს მოძრაობის დროს ცეცხლი მოედო და მთლიანად დაიწვა.

ტრაგედიის დროს ავტობუსში გიდი, ორი მძღოლი და 53 ტურისტი იმყოფებოდა, თუმცა, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ისინი, უცნობია.

პოლიციამ ავტობუსის ორივე მძღოლი დააკავა.

გამოძიება მომხდარის მიზეზს არკვევს.

დღის ამბები