19 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოში ჩამოდის

დღეს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის. იენს სტოლტენბერგს ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან აქვს დაგეგმილი. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და ნატო-საქართველოს მასშტაბურ წვრთნებასაც დაესწრება. რომელშიც მონაწილეობას 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო იღებს. ეს იენს სტოლტენბერგის მესამე ვიზიტია საქართველოში.

დღის ამბები