This is a modal window.
მოძრაობა "ყვითელიჟილეტების" აქცია საფრანგეთის ქალაქ ნანტში შეტაკებებით დასრულდა. არეულობის დროს ერთ-ერთ სამართალდამცველს გულის შეტევა დაემართა, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გუშინ საფრანგეთის მასშტაბით მოძრაობა "ყვითელიჟილეტების" საპროტესტო რიგით 19-ე რაუნდი გაიმართა. გამოსვლებში 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ კი 230-ზე მეტი მათგანი დააკავა.