17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
"მე ანგარიშს ვუწევდი ამომრჩეველს" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერთან" 

მე ანგარიშს ვუწევდი ამომრჩეველს - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მისი მოღვაწეობის 5 წელიწადს "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი იდეების უდიდესი ნაწილი ვერ განხორციელდა, რადგან მისგან მტრის ხატი იყო შექმნილი.

მისი თქმით, ის იყო პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელსაც უწევდა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის პოლიტიკური კრიტიკის მოგერიება. ამ ფონზე, ყველაზე დიდ წარმატებად მარგველაშვილს მიაჩნია ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი გაემიჯნა სიძულვილისა და იაფფასიანი ბრალდებების ენას.

მეოთხე პრეზიდენტი ახლა GIPA-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორია.

„მთავარი მაინც, იმისთვის რომ მეჩვენებინა მე როგორ მიმაჩნია, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი და რა ღირებულებებსაც უნდა ემსახურებოდეს, ეს ნამდვილად მოვახერხე. ძალიან ბევრი პროექტი, ბუნებრივია, არ შედგა. 2014 წლის იანვარში თუ თებერვალში მაინც, აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩემს წინააღმდეგ არის და ვიყავი მარტო. როგორ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან, თავი არ დაუხარო და შენი ღირებულებები არ დააგდო და გაიტანო შენ თავი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. მე, როდესაც გავხდი პრეზიდენტი, აბსოლუტურად ცნობიერად, ავუკრძალე ჩემს თავს აგრესია, ავუკრძალე ჩემს თავს უხეშობა, ქილიკი სხვა ადამიანზე, ავუკრძალე ცოტა ზევიდან საუბარი, რაც შეიძლება მანამდე შემშლოდა. არ მქონდა მე იმის უფლება, რომ ვიღაცა რომ მეთავხედება, ან ვიღაცა მეუზრდელება ან ცოტა თითებს მიშლის პატარა ბიჭი ან გოგო, რაღაცნაირად რომ მეპასუხა. ამისთვის არ მქონდა უფლება და ცნობიერად ვაკეთებდი, რომ თავს ვიკავებდი და სწორია ეს. თავისუფალი ყოველთვის ვიყავი, ახლა უბრალოდ ეს ვალდებულებები არ მაქვს, რომ ვიღაცას ანგარიში გავუწიო, იმიტომ რომ მე ამომრჩეველს ვუწევდი ანგარიშს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები