19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
საქართველო განსაცდელშია, ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას - სააკაშვილი

„ჩვენთვის არაფერი არ გავაკეთეთ და სახლში არაფერი არ წავიღეთ და ეს არის არსი "ნაციონალური მოძრაობის“- ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ყრილობაზე გააკეთა. ის პარტიის ყრილობაზე ჩაერთო და საზოგადოებას და თანაგუნდელებს მიმართა. მან ენმ-ს მიზნებზე ისაუბრა და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა.  

Image result for მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი ამოცანაა, რომ ვაკეთოთ ხალხთან ერთად და ვაკეთოთ ხალხისთვის. ივანიშვილი დაჰპირდა ხალხს 100 ქარხანას და ამის ნაცვლად შეუქმნა ყანდიაშვილი-რამიშვილის ტროლების ფაბრიკა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ პარტიამ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მისი თქმით, ქვეყანა იმართება ერთი სქემით: ხალხს ყრიან ქვეყნიდან, აღატაკებენ და ანადგურებენ ეროვნულ ორგანიზმს.

Image result for მიხეილ სააკაშვილი„საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ეს მოჯადოებულ წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირღვეს. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ, ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ თვეში,  უნდა გავაკეთოთ ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას სამ თვეში, უნდა გავაკეთოთ სამ თვეში.  ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები რომ არა, დღეს საქართველო გაცილებით წარმატებული იქნებოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ.

Related image„საქართველოში მოვა ხელისუფლებაში დიდი პატრიოტული ფართო კოალიცია. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდები დანერგოს, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიები. ყველა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თითოეული აქტივისტისგან სმარტფონის მეშვეობით. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიის მართვაში და ქვეყნის მართვაში როდესაც ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ ოლიგარქს და გადაეცემა ხალხს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც შეაფასა. მიხელ სააკაშვილის თქმით, ყველა, ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს.

Image result for მიხეილ სააკაშვილი„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის  რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

Image result for მიხეილ სააკაშვილი"მე არ მიშვებენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სხვა ლიდერები ციხეშია, დანარჩენები რეპრესიების ქვეშ. ამ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევთ მაგრამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და პარტიას სჭირდება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წესიერების პატრიოტიზმის გამაერთიანებლების სიმბოლო. სამარცხვინოა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მიხდება თქვენთვის მომართვა აშშ-დან მაგრამ აქაც არ ვზივართ უქმად და ხელებ ჩამოშვებული. აქაც მუდმივად ვიბრძვი და იმ მომენტში როცა გაჩნდება შესაძლებლობა შემოგიერთდეთ ბრძოლის ველზე საქართველოში, ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის. შევხვდებით სულ მალე თბილისში,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.  

დღის ამბები