19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახდა. ის პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობდა. გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. 

პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგა იყო ვაკანტური, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვა. თავმჯდომარის მოვალეობას კი მას შემდეგ ნიკა მელია ასრულებდა. განცხადება, იმის შესახებ, რომ საჭირო იყო ახალი თავმჯდომარის არჩევა, წინა კვირას მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები