ორშაბათიდან, ღამის 12:00 საათიდან, ყოველი შაბათის ჩათვლით „რუსთავი 2“-ის ეთერს "სხვა შუაღამე" დაიკავებს. "სხვა შუაღამე" საუკეთესო პლატფორმაა ილაპარაკო საზოგადოებისთვის აქტუალურ, ზოგჯერ ტაბუდადებულ, პრობლემურ თუ სასიხარულო თემებზე. მრავალფეროვანია სასაუბრო თემებიც და ჰყავს წამყვანების სამი განსხვავებული და აბსოლუტურად ინდივიდუალური ოთხეული.
"სხვა შუაღამის" სტუმრები ისაუბრებენ თემებზე, რომელიც ეხება ყველას ასაკის, ინტერესების და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
"სხვა შუაღამე" არის გადაცემა მათთვის, ვისაც დრო ენანებათ ძილისთვის, ვისაც სურს გაიგოს რა ხდება სოციუმის თითოეულ ნაწილში.
ავტორი: რუსკა გიორგაძე