19 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
ია კერზაიას გარდაცვალების საქმე - "ევროპული საქართველო" მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის თქმით ამ დრომდე, დასჯილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა. ამიტომ დეპუტატის თქმით, მთავარმა პროკურორმა პასუხი უნდა გასცეს დეპუტატების შეკითხვებს.

„პროკურატურამ დაიწყო თითქოს გამოძიება მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთის მხრივ მეექვსე საჯარო სკოლის ეგზეკუციაში და მეორეს მხრივ, რომლებიც იბარებდნენ ქალბატონ ია კერზაიას და მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მხედველობაში მყავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალაქ ზუგდიდში ბატონი ფარცვანია, ყველანი არიან ჯერ კიდევ თავის თანამდებობებზე. დღეს სამართლიან არჩევნებმა გამოაქვეყნეს დასკვნა რომელითაც ჩვენი ეჭვები დადასტურდა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ევროპული საქართველო" განათლების მინისტრს მოუწოდებს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს.

Image result for სერგი კაპანაძე„პირველ რიგში იმისთვის რომ მოეფინოს ამ საქმეს ნათელი მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს ამ საქმეზე პასუხისმგებლობა. მას უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობიდან. მან ეს არ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ის იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნასაც ითხოვს. სერგი კაპანაძის თქმით თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა უნდა შეისწავლოს როგორც ია კერზაიას გარდაცვალების საქმე ასევე სკოლებში არსებული მდგომარეობა.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ია კერზაიას დაღუპვა მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა. რადგან ია კერზაიამ უარი განაცხადა ჩაბმულიყო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. ია კერზაიას შვილის განცხადებით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო მისი დევნა. 

დღეს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა. დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ანგარიშსწორება და სადამსჯელო ღონისძიებები. 

დღის ამბები