19 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
„ფერების არევიდან მესიჯების არევამდე ერთი ნაბიჯია... მესიჯების თემა არის დიაგნოზი" - ეკა ბესელია

„ფერების არევიდან მესიჯების არევამდე ერთი ნაბიჯია“ - ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია მისთვის მამუკა მდინარაძის მიერ შეცდომით სმს-ის გაგზავნას. 

პარტია ქართული ოცნებიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, სმს შეტყობინება  მიიღო. გზავნილში პუნქტებად იყო გაწერილი შეფასებები ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე.

მმართველი გუნდიდან წასული ბესელია ამბობს, რომ მესიჯების თემა დიაგნოზია, რომელიც საპარლამენტო ლიდერების სახეს აჩვენებს. 

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მის წინააღმდეგ შეტევა განხორციელდეს. 

Image may contain: 1 person, sitting"მე არ მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც აერია არა მხოლოდ ის ვექტორები, რითიც ქართულმა ოცნებამ უნდა იაროს 2012 წლის შემდეგ და უკვე წითელსა და მწვანეს შორის აქვთ პრობლემები, მესიჯებს, რომელიც მომზადებულია ყველაზე ცუდი ენით და ყველაზე შეურაცხმყოფელი ენით იმას უგზავნიან, ვის წინააღმდეგაც მოამზადეს, აღმოჩნდა ჩემს პერსონალურ WhatsApp--ის შეტყობინებაში, ბატონმა მდინარაძემ გადმომიგზავნა მე და მერე მივწერე, მე უნდა გავახმოვანო ეს ჩემთან დაკავშირებით-მეთქი? ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ირაკლი კობახიძესა და მის თანამოაზრეებს "უმწიფარი ყმაწვილები და პატარა კაცები" უწოდა. 

"სურათი უფრო მძიმეა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება ტრაგიკომედიაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ნახეთ, რას ჰგავს ეს ყველაფერი. მმართველი პარტია, რომელიც დღეს არის ამხელა გამოწვევების წინაშე, დღეს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დამწკრივდნენ ეს პატარა კაცები და ერთ ხმაში განახორციელონ ვითომ შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ამაში აღამებენ და ათენებენ. ეს არის ჩემთვის მძიმე საყურებელი და ალბათ, მოსახლეობისთვის. ეს მესიჯების თემა მგონი, რომ არის დიაგნოზი," - ამბობს ეკა ბესელია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები