19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
2016-ში ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო - სოფო კილაძე

„იყო ამაზე საუბარი, რომ 2016 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო,“ - ეს განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ დაპირებებს და არა ის, თუ რა გზავნილი მიიღო ეკა ბესელიამ მამუკა მდინარაძისგან. სოფო კილაძის შეფასებით, ეკა ბესელია აქტუალური არ არის.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„ეკა ბესელია კი არ არის აქტუალური, არამედ აქტუალურია ის, ჩვენ რა დაპირებები მივეცით კონკრეტულ სფეროებში ადამიანებს და რას ვასრულებთ და რას არ ვასრულებთ. მგონი, ამაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და ეს აინტერესებს ხალხს და არა მამუკა მდინარაძემ ბესელიას რა გაუგზავნა ან ბესელიამ რა კომენტარი გააკეთა. მე გიდასტურებთ იმას, რომ იყო ამაზე საუბარი, რომ 2016 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ გუშინ მამუკა მდინარაძისგან შეცდომით ის სმს შეტყობინება მიიღო, რომელიც მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატის მტკიცებით, "ქართული ოცნების" დახურული ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები