19 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
"სანამ არ გვექნება პასუხი ვინ შექმნა და გაავრცელა კადრები, მანამდე იარსებებს კითხვა პოლიტიკურ მოტივებზე" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი შსს-ს კიდევ  ერთხელ მოუწოდებს დადგინდეს ვინ დგას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, როგორც მოპოვების, ასევე გავრცელების უკან. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოება ერთგვარად მიეჩვია იმ ფაქტს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, არ აქვს პასუხი ვინ დგას მის უკან. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ვიდრე გამოძიება კონკრეტულ პასუხებს არ გასცემს კითხვებს თუ ვინ დგას ამ პროცესის უკან ლეგიტიმურად იარსებებს მოსაზრება პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

"სანამ თუნდაც ერთ-ერთ გავრცელებულ კადრთან დაკავშირებით არ გვექნება პასუხი თუ ვინ შექმნა, ვინ ატვირთა და ვინ გაავრცელა რა თქმა უნდა ყოველთვის იარსებებს ის ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები, რომ შესაძლებელია ამ ტერორის უკან გარკვეული პოლიტიკური მოტივები იმალებოდეს. ამიტომ ჩვენ, საზოგადოება გარკვეულწილად შეიძლება შევეგუეთ, რომ გავრცელებული კადრების  შემდგომ ვერასოდეს ვიგებთ  ვინ დგას ამ კადრების გავრცელების უკან მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სულ მინიმუმ ჩვენ უნდა მოგვაწოდოს  ინფორმაცია რატომ ვერ იძიებს ამ გარემოებებს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პირველწყაროს დადგენას ითხოვს მესამე სექტორიც. საია-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიება ვერ მოახდენს პრევენციას, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

Image result for სულხან სალაძე„თუ ამ საკითხის დასრულებაზე ვლაპარაკობთ და გამოძიების სისრულეზე არის ლაპარაკი პირველი და აუცილებელი არის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება ვინც თავის დროზე ეს ჩანაწერი გააკეთა და მეორე, ვინც ამ ბოლო პერიოდში დაიწყო ამ ყველაფრის ტირაჟირება და გავრცელება. მანამდე ყველა ის ნაბიჯი რომელიც შსს-ს მიერ არის გადადგმული თავისთავად არის მნიშვნელოვანი მაგრამ არასაკმარისი ვინაიდან ეს არ ახდენს პრევენციას. ამან პირიქით შეიძლება მოახდინოს წახალისება და ეს ყოველთვის დატოვებს საზოგადოებაში ეჭვს  რომ მსგავსი ტიპის პროცესებს ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. შეიძლება იმართებოდეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან,“-განაცხადა სულხან სალაძემ.  

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ცოტა ხნის წინ ვიდეო პორტალ youtube-ზე კიდევ ერთხელ გავრცელდა. სამართალდამცავებმა კადრების გავრცელებისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

პარალელურად ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები კოლექტიურ მორალურ ტერორში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კადრების გამოჩენისთანავე „ოცნების“ დეპუტატები გამოდიან და საკუთარი განცხადებებით მას მორალურ წნეხში ატარებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები