19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების საკითხია და არ ვარ ვალდებული გიპასუხოთ - ქობულია სახლის გაქურდვაზე 

ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვა - მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეკონომიკის მინისტრის სახლში ქურდობა მოხდა, გიორგი ქობულია ამბობს, რომ ეს მისი პირადი თემაა და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების საკითხი არის... არ ვარ ვალდებული, რომ გიპასუხოთ,“ - ამბობს მინისტრი.

თუმცა, მინისტრმა კითხვაზე, რატომ არ დაადასტურა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი სახლის ქურდობის საქმე და მოქმედებდა თუ არა ძალოვანი უწყება მასთან შეთანხმებით, ქობულიამ განაცხადა, რომ „ჩემი თანხმობა არ ყოფილა და მე მგონი, ჩვენ არაფერი არ დაგვიმალია, გააკეთა განცხადება შსს-მ".

ეკონომიკის მინისტრის სახლიდან მოპარული ნივთები კი პოლიციამ 28 წლის მამაკაცი ბინაში იპოვა. ჩხრეკისას ამოღებულია, ნაქურდალის მხოლოდ ნაწილი, დანარჩენ ნივთებს კი ამ დრომდე ეძებენ.

ჯერ კიდევ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფდა, რომ გიორგი ქობულიას სახლში, რომელიც უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი მძარცველები შევიდნენ. დღეს გახარიას უწყება ადასტურებს, რომ "კურიერის" რეპორტაჟის შემდეგ დააკავეს ერთი პირი.

„კურიერის“ ინფორმაციით, მძარცველებმა ეკონომიკის მინისტრის სახლიდან ძვირადღირებულ ნივთებთან ერთად მოიპარეს მინისტრის ტანსაცმელიც. 

დღის ამბები