19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
ოკუპაცია, ანექსია, ანტიდასავლური განწყობები, "ჰიბრიდული ომი" - სუს-ი საფრთხეებზე საუბრობს

ოკუპაცია, რუსეთის მხრიდან საქართვლოს ტეროტორიის ანექსიის პოლიტიკა, „ჰიბრიდული ომი“ და კიბერშეტევები - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშში 2018 წლის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს.

სუს-ი მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საქართველოში გასულ წელსაც გამოკვეთილი მიზნები ჰქონდათ, მათ შორისაა ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება და საგარეო კურსის შეცვლა.

ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მუდმივ შიდაპოლიტიკურ დაძაბულობასაც უწყობდნენ ხელს. დაკონკრეტებული არ არის ვის ეხება, მაგრამ ანგარიშში ნახსენებია დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ჯგუფები და მედიასაშუალებები, რომლებსაც დაინტერესებული ჯგუფები „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში იყენებდნენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სუს-ს არა მარტო რისკების აღწერა, არამედ ადეკვატური რეაგირება და პრევენცია ევალება, რასაც ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, უწყება ვერ ახერხებს. მათი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შიდაპოლიტიკური დავალებების შესრულებით არის დაკავებული.

მმართველი გუნდი ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სუს-ი გამოწვევებზე ადეკვატურად რეაგირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები