ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მამუკა ბახტაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მთავრობის სხვა წევრებმაც მიაგეს. მთაწმინდაზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგურიც.