19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
შეცდომა, რომელიც ერმა დავუშვით იყო ის, რომ ქვეყნიდან განვდევნეთ გამსახურდია, ისევე როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი-გრიგოლ ვაშაძე

ზვიად გამსახურდია იყო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სიმბოლო-ამის შესახებ ნემო ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებთან ერთად ამ წუთებში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას ესწრება. დღეს ზვიად გამსახურდიას იუბილეა. ღონისძიებაც ამ დღესთან დაკავშირებით იმართება.

ნემო ბურჭულაძის განცხადებით ზვიად გამსახურდია ებრძოდა საბჭოთა კავშირს დღეს კი საქართველო ებრძვის რუსეთს.

„საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს ზვიადი მაგრამ მისი პატივისცემა უნდა გამოიხატოს მისი საქმის გაგრძელებაში და თუ მის საქმეს აგრძელებ სიყვარულს აქვს თავისი საზომი ერთეული ეს არის თავგანწირვა.  რის მაგალითსაც ცხოვრებითაც და სიკვდილითაც გვაძლევს ზვიად გამსახურდია,“-განაცხადა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ნემო ბურჭულაძემ.

ღონისძიებას ესწრება ენმ-ს ლიდერი. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 90-იან წლებში ქართველმა ერმა დაუშვა უამრავი შეცდომა და მათ შორის იყო პირველი პრეზიდენტის განდევნაც, როგორც ეს ახლა ხდება მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში.

„31 მარტი ერთდროულად საზეიმო და ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ დღეს, მან დიდი ხსნი ნანატრი სასწაული დაუბრუნა ქართველ ხალხს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ამას შემდეგ მოჰყვა, გაკვეთილი უნდა გახდეს ჩვენი მომავლისთვის. არ არსებობს შეცდომა, რომელიც ჩვენ 90-იანი  წლების განმავლობაში როგორც ერმა არ დავუშვით. იმაზე აღარ ვლაპარაკობთ, რომ თითქმის ერთხმად არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის წამყვანი ძალა, დევნილობაში ვამყოფეთ და ქვეყნიდან გავდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და იმედია როდესმე ჭკუას ვისწავლით და დავიმახსოვრებთ, რომ ქართველებს ერთმანეთზე ახლოს არავინ არ გვყავს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები