19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
„აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, აღარ გავაგრძელებ ვინ მართავს ამ ყველაფერს" - კალაძე შრომითი უფლებების დასაცავად შეკრებილების პროტესტზე

„აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, აღარ გავაგრძელებ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს,“ -ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მიერ მის სახლთან გამართულ აქციას.

ჭავჭავაძეზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზების გასაპროტესტებლად და შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქის მერის სახლთან გვიან ღამემდე გაგრძელდა.

კახა კალაძის თქმით, ის აპირებდა აქციის მონაწილეებთან შეხვედრას და მათთან საუბარს. 

„ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ავუხსნიდი ამ ახალგაზრდებს, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები დაინახეთ. მე როდესაც ვნახე შემდეგ კადრები, ვნახე ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, აღარ გავაგრძელებ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს,“- ამბობს კალაძე.

აქციის მონაწილეები და საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უახლოეს მომავალში უფრო მწვავე ფორმებით გაგრძელდება.

დღის ამბები