03 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის რიგით მე-12 კონკურს-ფესტივალი "მომავლის ვარსკვლავები" გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის რიგით მე-12 კონკურს-ფესტივალი "მომავლის ვარსკვლავები" გაიმართა, სადაც მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

"მომავლის ვარსკვლავები" არის პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხიდან ხელოვნების სფეროში ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს ეძებს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს ასამდე ქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. 

გამარჯვებულები საერთაშორისო კონკურსებზე ესპანეთში, იტალიასა და აზერბაიჯანში გაემგზავრებიან. 

დღის ამბები