19 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, ეუთო-ს ანგარიში და ია კერზაიას საქმე - ევროპარლამენტარების კრიტიკული წერილები

საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, ეუთო-ს კრიტიკული ანგარიში და ია კერზაიას საქმე - ევროპელმა კანონმდებლებმა კრიტიკულ წერილებში, შეშფოთება ეუთოს ანგარიშის იმ ნაწილზე გამოთქვეს, სადაც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზეა საუბარი. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩვენების პროპორციული წესით ჩატარების 2024 წლამდე გადავადებამ, მთელ საქართველოში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ორი გზავნილის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი არიან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ფედერიკა მოგერინის მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ის ოპოზიციასთან ამ საკითხზე დიალოგში ჩაერთოს.

დღის ამბები