კიდევ ერთი შემაშფოთებელი და საგანგაშო გზავნილი - ასე აფასებენ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ წერილს თბილისში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და აუცილებელია პრემიერ-მინისტრმა მასზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.
ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ია კერზაიას საქმეზე აუცილებელია დაიწყოს ობიქტური გამოძიება და ხელისუფლება დათანხმდეს 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას.
"ია კერზაიას საქმის არგამოძიება არ გამოვა და პრემიერ-მინისტრი ვალდებულია ყურად იღოს მარალი რეპუტაციის მქონე ევროპარლამენტარების მიმართვა და პასუხი გასცეს მათ. ასევე ხაზგასმულია რომ უნდა წარმოებდეს მთავრობასა და ოპოზიციას შორის რეალური დიალოგი საარჩევნო სისტემაზე. უნდა შედგეს რაღაც შეთანხმება, უნდა ამოქმედდეს პროპორციული სისტემა 2020 წელს რაღაც ფორმით მაინც,"-აცხადებს, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე კი აცხადებს, რომ ია კერზაიას საქმის გამოძიების იმედი ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს. ბარამიძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა მთავრობას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.
"ეს არის მორიგი ძალიან სერიოზული საგანგაშო ნეგატიური დასკვნა და შეიძლება ითქვას განაჩენი ევროპარლამენტის მხრიდანაც და ევროკავშირის მხრიდანაც ამ ხელისუფლების მიმართ, ეს არის პოლიტიკური განაჩენი. ვურჩევდი რომ ყველაფერი გააკეთონ ის რაც არის იგივე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალების გამოძიებას, ამის იმედი ნამდვილად არ გაქვს , რადგაც როგორც მინიმუმ მაშინ გახარია უნდა დაიჭირონ,"-აცხადებს გია ბარამიძე.