19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"ეს არის თბილისელების ინტერესი? ათობით გაჩეხილი ხე და სკვერში მაღალსართულიანი კორპუსი?" - ხაბეიშვილი კალაძეს მიმართავს

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს დედაქალაქის ინტერესების საზიანო ქმედებებში ადანაშაულებს. საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გურამიშვილის 28 ნომერში 12-სართულინი კორპუსის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის აგება არსებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. ხაბეიშვილი ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ჯანსაღი ხის მოჭრაზეც საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობა" საკითხის წამოწევას უახლოესი საკრებულოს, ასევე დედაქალაქის მთავრობის სხდომებზე აპირებს.

"აქ რომ არ შეიძლებოდა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა კალაძემ დაუშვა. არის ლეგიტიმური შეკითხვა, როცა ერთს საუბრობ და მეორეს აკეთებ, ეს ერთმანეთთან თანხვედრაში როგორ მოდის? ეს არის თბილისელების ინტერესი? ათობით გაჩეხილი ხე და სკვერში კიდევ მაღალსართულიანი კორპუსი?"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები