„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მინისტრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ.
კვლევაში კითხვაზე, "აქვთ თუ არა მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი" - გამოკითხულთა 77% დარწმუნებულია, რომ მინისტრები ბიზნესსაქმიანობას ეწევიან.
გამოკითხულთა მხოლოდ 10% თვლის, რომ მთავრობის წევრებს ბიზნესი არ აქვთ. 13%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.