ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა,რომ შეხვედრაზე მწვავე საკითხები დაისვა, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, ქართულ მხარეს საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდიდან კონკრეტული შედეგი არ მიუღია. გავრცელებულ პრესკომუნიკეში წერია, რომ უსაფრთხოების კუთხით ადგილზე ვითარება, განსაკუთრებით გაამწვავა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე. კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.