ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. რუსეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით ჩატარებულ რეგულარულ წვრთნებს კვლავ პროვოკაციად აფასებენ.
"შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამხედრო აქტიურობა საქართველოში, რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს,"-ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.