19 ნოემბერი 2024,   09:15
ვრცლად
"იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან საშიშია" - სტოლტენბერგი

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და ნატო საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება - ალიანსის მინისტერიალის მეორე დღე იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციით დასრულდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა „რუსთავი 2“-ის კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, ნატოს სამხედრო კონტინგენტის ყოფნა შავი ზღვის რეგიონში ალიანსის უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. გენერალურ მდივნის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეთანხმებით, ღონისძიებათა ახალ პაკეტი ნატოს უახლოეს პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან, თანამშრომლობის გაღრმავებასაც გულისხმობს.

დაკავშირებული სურათი„ვფიქრობ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომლებსაც აქვს უფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი. თავად იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთს წინააღმდეგ, ძალიან საშიშია. რადგან ასეთ შემთხვევაში მისაღებად მივიჩნევთ იმასაც, რომ რუსეთს აქვს უფლება გადაწყვიტოს რისი გაკეთება შეუძლიათ მის მეზობლებს. მე ნორვეგიიდან ვარ, პატარა ქვეყნიდან, რომელიც ასევე რუსეთს ესაზღვრება. და ძალიან მოხარული ვარ, რომ 1949 წელს, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ალიანსის დამაარსებელი ქვეყნები არასდროს დათანხმდებოდნენ იმას, რომ საბჭოთა კავშირს გადაეწყვიტა, რისი უფლება ჰქონდა ნორვეგიას.

"ზუსტად ასე, საქართველოსა და უკრაინას აქვსთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა. მათ ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პროცესების შედეგად მიიღეს. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ და არასდროს უნდა დავთანხმდეთ იდეას, რომ სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მის დიდ მეზობელს ეს არ მოსწონს. მხოლოდ ასპირანტ ქვეყნებსა და ნატოზეა დამოკიდებული, როდის გახდებიან ისინი ალიანსის წევრები,”- განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები