19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ჩატით იმართებით, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ჩატით უნდა იმართოს - ოპოზიციონერ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ 

„თქვენ რომ უმრავლესობაში ჩატი გაქვთ და ჩატით იმართებით, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ჩატით უნდა გაიმართოს,“ - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

დავით ჭიჭინაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ, დამოუკიდებელ დეპუტატებს ინფორმაცია არ მიუღიათ.

Image result for დავით ჭიჭინაძე„ზოგადად, დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ, სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ ჩვენ გაგვეგო დღევანდელი სხდომის შესახებ. ჩვენ გვაქვს პარლამენტის mail, სადაც არ არის მოსული არავითარი ინფორმაცია, გვაქვს sms მოდის, parliament.ge, არც აქ არ არის არაფერი მოსული და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ადამიანებმა. პირდაპირ წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს 48 საათით ადრე, დაუყოვნებლივ უნდა გვეცნობოს დეპუტატებს. მაინტერესებს, რომელი მუხლით არის მოწვეული, იმიტომ, რომ ჩვენ სულ ყველა ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. დღეს მე მოვედი კომიტეტის სხდომაზე და გაირკვა, რომ შემთხვევით არის პლენარული სხდომა. პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაში, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატებს არც მივლინებაში გვიშვებთ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის პასუხად გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საიტზე იყო გამოქვეყნებული.

გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა 16 აპრილს გაიმართებოდა. სწორედ ამიტომ, დეპუტატები არ ელოდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში კობა გვენეტაძე დღეს მივიდოდა.

დღის ამბები