19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირების პროცესი - პრემიერი არასამთავრობოებს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირების პროცესის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

Image may contain: 2 people, people sittingპრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული რეალობა და გამოწვევები იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

Image may contain: 2 people, people sittingგავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო ხედვა საბჭოს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ადამიანის უფლებების საბჭოს მომავალი სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. შედგა შეთანხმება, რომ საბჭოს მომავალი სხდომა აპრილის ბოლომდე გაიმართება.

დღის ამბები