19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ბრძოლა ერთიანობისთვის გაგრძელდება, ვიდრე საქართველო არ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ზაალ უდუმაშვილი

ბრძოლა ერთიანობისთვის გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველო არ დაიბრუნებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

დღეს ოპოზიციის ლიდერები 9 აპრილის მემორიალთან დაღუპული გმირების პატივის მისაგებად მივიდნენ.

ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 9 აპრილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული საქართველოს მოსახლეობა.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” შალვა შავგულიძე ამბობს, რომ 30 წლის წინ საქართველოსთვის დაღუპული გმირებისთვის ვალის გადახდა გვმართებს.

მისი თქმით, ვალის გადახდა საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლომდე მიყვანით, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღდგენით შეგვიძლია.

„ამ დღეს ქართველმა ხალხმა საჯაროდ გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, რასაც რუსეთმა ტანკებით და სისხლით უპასუხა, ასე დაიწყო რუსეთმა დაუფარავი სამხედრო აგრესია საქართველოს დამოუკიდბელობის წინააღმდეგ რაც შემდეგ გააგრძელა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონებში ომებით, “- ამბობს შავგულიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, იშვიათად ყოფილა ჩვენი ქვეყანა ისეთი ერთიანი, როგორც ეს 30 წლის უკან, 9 აპრილს იყო.

„ასეთ დღედ უნდა დარჩეს, არა დაპირისპირების, არამედ გაერთიანების დღედ, რათა ჩვენი და ჩვენი შვილების თავისუფლება იყოს გარანტირებული,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები