19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
სანდრა რულოვსმა ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკო 

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით, 9 აპრილი გლოვასთან ერთად ოკუპანტზე გამარჯვების სიმბოლურ  დღედაც ითვლება.

„არა მარტო გლოვის და ხსენების დღეა, ასევე არის გამარჯვების დღე და თავისუფლების დღე, სიმტკიცის დღე და ჩენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება,“ - განაცხადა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.

მემორიალთან ყვავილები გაერთიანებული ოპოზციის ლიდერებმაც მიიტანეს. მათი თქმით, დღეს საფრთხის ქვეშაა სწორედ ის იდეალები, რასაც 30 წლის წინ 21 ადამიანი შეეწირა.

„ერთდროულად ეს იყო ჩვენთვის დიდი ტკივილის დღე, რომელიც მოგვაყენა იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ჯერ კიდევ მაშინ დაშლილი არ იყო იმ მსხვერპლით, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო, მაგრამ ამავდროულად ჩვენ პრაქტიკულად მყისიერად ვიგრძენით, რომ ქართველი ერი გაიზარდა, თავისუფლებამდე მივიდა სამწუხაროდ აი ამ მსხვერპლით,“ - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

დღის ამბები