19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია, თუმცა სათანადოდ გაშუქება და დაფასება არ ხდება - აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ქველმოქმედი არ ჰყოლია.

თუმცა ზოიძე უკმაყოფილოა, რომ ივანიშვილისა და "ფონდ ქართუს"მიერ გაწეული ქველმოქმედების სათანადო გაშუქება არ ხდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იზიარებენ იმ შეხედულებებს, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს აქვს. 

"ძალიან მრავალფეროვანი არის ის საქმიანობა, რასაც ეწევა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი პიროვნულად და ისევე როგორც "ფონდი ქართუ" რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს ქვეყანაში და ამის გაუკუღმართებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები. თითქოს პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ მილიარდობით დოლარის ქველმოქმედების ასე ვთქვათ ჯეროვანი გაშუქება და დაფასება მოხდეს, პირიქით ხდება  ამის შეტრიალება თითქოს, რაღაცა ხდება ხალხის ხარჯზე გამდიდრება და ა.შ. ჯანსაღი ოპონირება იდეებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, ეროვნულ იდეასთან დაკავშირებით არც მედიაში , არც საზოგადოებაში საერთოდ არ ხდება იმაზე კი არ ვმსჯელობთ, რომელია ჩვენი ეროვნული იდეა, არამედ კამათი მიდის მე მინდა ვიყო უფროს და მე მინდა ძალაუფლება,“-ამბობს აკაკი ზოიძე. 

დღის ამბები