19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"ეს კანონპროექტი ამ პარლამენტის კიდევ ერთხელ გამოცდაა" - ეკა ბესელია მოსამართლეების კანონპროექტზე საუბრობს

პარლამენტში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტს და მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს განიხილავენ. კანონპროექტს ყოფილ თანაგუნდელებს ეკა ბესელია წარუდგენს. სავარაუდოა, რომ დღევანდელი განხილვა ყოფილ თანაგუნდელებს შორის მწვავე დებატების და დაპირისპირების ფონზე ჩაივლის.

ეკა ბესელიას თქმით, სესიაზე კანონპრექტის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოგზავნის შემდეგ წარადგენს. მისი განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ კომიტეტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ბესელიას შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ლობისტად გადაიქცა. 

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი გამოცდაა. 

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი"ეს კანონპროექტი არის კიდევ ერთხელ გამოცდა ამ პარლამენტის და მგონია, რომ ახლა ძალიან სერიოზულად უნდა შეხედოს ყველამ ამ პროცესს. ეს არის ის კანონპროქტი, რომელიც 13 დეპუტატის ხელმოწერა არის, მაგრამ ამ პროექტზე ჩვენთან ერთად იმუშავა ჩვენმა ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა. სესიაზე ამ კანონპროექტს მხოლოდ მას შემდეგ წარვადგენ, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გამოგზავნილი. ხოლო იქამდე მინდოდა, რომ ეს კომიტეტი გაევლო. მე აღარ მაქვს იმედი, რომ ეს ჩემი კომიტეტი, რომელიც უკვე სამწუხაროდ, წარმოადგენს იუსტიციის საბჭოს ლობისტს, ვიდრე დამოუკიდებელ და ძლიერ კომიტეტს, რომელიც იყო ორი, სამი თვის წინ, მხარდაჭერა ექნება ამ პროექტს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები