19 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
სააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის - გია ვოლსკი

„ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე იგი, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსთან მიმართებაში,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს ეხებოდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებები ევროპის კოლონიალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკის გამეორებაა.

გია ვოლსკიმ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.

გია ვოლსკი-ის სურათის შედეგი

„შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისთვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსთვის გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება კოლონიალური პოლიტიკის გამტარებელ ევროკავშირში.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, პოსტულატი, უკრაინის დასავლეთის დიქტატისგან დამოუკიდებელი განვითარების, პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი.

„თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსებისა და ნაკლებად პარტიების ბოლო დროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნები სხვა შინაარსის იქნება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სახელისუფლებო სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა გააცნო. ცვლილებების აუცილებლობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში ილაპარაკა, სადაც უკრაინულ დიასპორას შეხვდა.

დღის ამბები