19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის წესი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტი დღეს მიიღებს 

მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა, დეპუტატები ამბობენ, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას არ იზიარებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის კიდევ 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დადებითი იქნება. 

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა კანონპროექტის შემუშავებისას, იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შექმნა. 

„წარმოუდგენელია რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა იყოს ვენეციის კომისიისგან, იმდენად პატიოსნად, იმდენად იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შეიქმნა მმართველი გუნდის მხრიდან. კომიტეტზე, როდესაც მიდის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობა, აქ მაინცდამაინც სერიოზული არგუმენტები არ არსებობს და უცებ გადადიან მესიჯბოქსზე, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე შექმნეს.  სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი, ჩვენი ოპონენტები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, ახსენებენ კლანს და საზოგადოება არის დაბნეული,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები