19 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
დეტალურად იქნება შესწავლილი - გახარიას პირველი კომენტარი მთავრიშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე

პოლიციელების მხრიდან ზვიად მთავრიშვილზე განხორციელებულ ძალადობის სავარაუდო ფაქტზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, საქმის შესწავლა მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, როგორც კი გაირკვევა რა მოხდა სინამდვილეში, საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

„ამბის დეტალური შესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან იქ საფუძველი არ არსებობდა, თქვენ რახან მეკითხებით, დეტალურად იცით, მერამდენე დღეს მოხდა მიმართვა, როდის იყო შემთხვევა, ეს დეტალურად იქნება შესწავლილი და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ეცნობება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

55 წლის მამაკაცის ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პოლიციელები მთავრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ცნობით, მას ხუთმა სამართალდამცველმა სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 55 წლის მამაკაცი თავს შეუძლოდ გრძნობდა. შუა ხნის მამაკაცი გუშინ კი ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები