როგორ ახერხებენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები მაღალანაზღაურებადი სამსახურების პოვნას მაშინ, როცა ბევრი კომპეტენტური კადრი სამსახურს უშედეგოდ ეძებს. რუსთავში საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმის კონკრეტულ მაგალითებზე ინფორმაციას presa.ge ავრცელებს.
როგორც ირკვევა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ, რომელიც ამ პოსტს უკვე წელიწადნახევარია იკავებს - თანამდებობა რუსთავის მერის დახმარებით მიიღო, რადგან ის მისი მეუღლის მეგობარია. თავის მხრივ, მან, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რუსთავში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დაასაქმა უკვე საკუთარი მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები.
"მაშინ როდესაც 400 ათასამდე ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ბევრი პროფესიონალი ადამიანი ეძებს სამსახურს და ვერ პოულობს, ეს ადამიანი ნეპოტიზმის წყალობით, იმის გამო რომ რუსთავის მერის ცოლის მეგობარია, ასაქმებს თავის ოჯახის წევრებს,"-აცხადებს გიორგი კაპანაძე.