19 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად - მოძრაობამ "ერთად სახლში" ანაკლიაში შეხვედრა გამართა

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთად სახლში“ ანაკლიაში შეხვედრა გამართა. შეკრებილებმა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ახლა იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად,“ - განაცხადა მოძრაობის „ერთად სახლში“ ხელმძღვანელმა, სალომე ჭელიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა ვიდეომიმართვის საშუალებით მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი მმართველობის დროს დაიწყო და ამ დროისთვის შეჩერებულია.

 

დღის ამბები