19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ვენეციის კომისიის მხრიდან გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული - ბესელია

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურნენ. ეკა ბესელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომისიის დასკვნა მწვავე და კრიტიკულია.

მისი თქმით, დასკვნის მიხედვით, გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკულადაა შეფასებული.

ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულია კრიტერიუმები, კენჭისყრის პროცესი, ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი.

„ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის, რაც არ არის გაკრიტიკებული არის კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული, დარჩენილია მხოლოდ კანონპროექტის ყდა,“ - აღნიშნა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები