19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლე კიდევ ერთხელ გახსნა, სადაც კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადის უმასპინძლა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრები, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.  მათ  მედიისათვის ერთობლივი განცხადებები უკვე გააკეთეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერეს ხელი.

„ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, სტაბილური ქვეყანა თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება იმას, რომ ჩვენთან არის ეს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტი და საჭიროება და მზადყოფნა ჩვენი ორივე ქვეყნის იმისთვის, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ მდგომარების გადაწყვეტისკენ და კონფლიქტების გადაწყვეტისკენ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები