19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა" - ეკა ბესელია

„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა,“- ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კომისიის დასკვნა უმწვავესია, თუმცა მმართველ გუნდს ის არ აინტერესებს.

სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.

ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სწორედ ჩასწორებული ვარიანტის გაცნობას ითხოვდა, რის გამოც საკითხი გუშინ სესიაზე აღარ განიხილეს. მმართველი გუნდი მიანიშნებს, რომ მხოლოდ მცირე დათმობებზე წავა.

„გამოცდასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს თავის პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ერთ მთავრ პრინციპზე, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები და წინადადებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ამ საკითხთან წინააღმდეგობა თუ არ იქნა, დისკრეცია მაინც პარლამენტს რჩება, ბოლომდე საკითხში არ არის თითონ ინსტრუქციის მიმცემი, ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია უკავია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები