19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ქობულიას გადადგომას მამაცაშვილი აიძულებდა - presa.ge-ის მტკიცებით, მინისტრის გადაყენების მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონება გახდა 

რატომ გადააყენეს გიორგი ქობულია - ეკონომიკის მინისტრის ცვლილების შესახებ დეტალებს, გამოცემა presa.ge ავრცელებს.

საინფორმაციო პორტალის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ქობულიას გადადგომას თვეზე მეტია აიძულებდა.

გამოცემის ცნობით, უჩა მამაცაშვილმა ქობულიას ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ქონების ხელში ჩაგდების სქემა შესთავაზა, თუმცა მინისტრმა პროცესი გაწელა, რამაც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ნათესავის გაღიზიანება გამოიწვია.

„უჩა მამაცაშვილი ყველა მსხვილ ბიზნესს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილის დახმარებით და ამიტომ იყო რამდენიმე მსხვილ ქონებაზე საუბარი, რომ მისი პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა იყო აუცილებელი იმაში, რომ უჩა მამაცაშვილს ახალი ბიზნესი დაეწყო და ახალი ქონება მიეთვისებინა. ეკონომიკის მინისტრმა ეს პროცესი გაწელა და, ამ პროცესის გაწელვაზე ნათია თურნავამ მიაწოდა ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ამიტომ გაბრაზდნენ ისინი, ანუ არაფორმალური მმართველები და ამიტომ გადაწყვიტეს მოეშორებინათ თავიდან ბატონი ქობულია,“-ამბობს ”presa.ge”-ის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები