საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი გიორგი ქობულიას თანამდებობიდან მოხსნას ეხმაურება. ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას და მოქმედი ხელისუფლების ხედვა ქვეყნის განვითარებაზე ერთმანეთისგან რადიკალურად გასხვავებული იყო.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, თუმცა გია ჟორჟოლიანი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
"მთავრობა მთლიანად ადგას სხვა პოლიტიკას. გიორგი ქობულიას ხედვა იყო სხვა. ჩემი აზრით მისი ხედვები აბსოლუტურად ისეთია რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა შეუსაბამობაში იყო იმ პოლიტიკასთან. მთავრობა ერთიანად იღებს გადაწყვეტილებებს და ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ალბათ მონაწილეობდა,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი