19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე - საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებებს დაესწრება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ლილიან მორი პასკიე დღეს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში,რომელიც პარლამენტში გაიმართება.

ლილიან მორი პასკიე მიწვეულ სტუმრებს სიტყვითაც მიმართავს. სტუმრებს ასევე მიმართავენ საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.

“პარლამენტში იგეგმება საზეიმო გახსნა, სადაც ასამბლეის პრეზიდენტი პარლამენტს სიტყვით მიმართავს ამავე ფორმატში გათვალისწინებულია პარლამენტის თავმჯდომარის,პრემიერისა და პრეზიდენტის გამოსვლები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს ძალიან აქტიური თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა არის ქვეყნისთვის აქტუალური იმისთვის,რომ ის რეფორმები რაც გავატარეთ და ძალიან დიდი პროგრესს მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში და ის, რაც გვაქვს დაგეგმილი დემოკრატიის კუთხით კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს,“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.

დღის ამბები