19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
კანონმდებლები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მოუსმენენ - შს მინისტრი და სუს-ის უფროსი პარლამენტში კვირის ბოლოს მივლენ

კვირის ბოლოს პარლამენტში შს მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ელოდებიან.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში, მინისტრის საათის ფარგლებში, ხუთშაბათს მივა.

პარასკევს კი დეპუტატები სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ანგარიშს მოუსმენენ.

გიორგი გახარია პარლამეტში პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ევროპულმა საქართველომ“ საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარა, თუმცა მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე მისვლაზე უარი თქვა და ის პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მივა.

დღის ამბები