საქართველოს პრეზიდენტს ისევ შეეშალა - შეცდომა სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად "ფეისბუქის"გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაუშვა.
პრეზიდენტმა ერთ-ერთი "ფეისბუქ" გვერდის - "ხელოვნება და ისტორიკოსების" პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული. პრეზიდენტი აღშფოთებულია და წერს, რომ "ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ". თუმცა პოსტს თან ახლავს ანოტაცია, სადაც განმარტებულია, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნის.
საქართველოს პრეზიდენტის პოსტს საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში "ფეისბუქ" მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილს უხსნიან, რა წერია ანოტაციაში.