19 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის სკანდალი - პრეზიდენტი კითხვებს გაურბის, განმარტებას არ აკეთებს არც მისი საპარლამენტო მდივანი 

„მე იმაზე მეტ კომენტარს, რაც გააკეთა ხატიამ, ვერ გავაკეთებ,“ - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილს სკანდალს უკავშირდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა twitter-ზე დონალდ ტრამპის ის პოსტი გააზიარა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გვერდი სოციალურ ქსელში კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ხატია მოისწრაფიშვილის ეს განცხადება საკმარისია და მან დამატებითი განმარტება აღარ გააკეთა.

„ხატია მოისწრაფიშვილის განმარტება, ჩემი აზრით, საკმარისია. თუ დამატებით შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ხატიას,“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის twitter-ის ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები