04 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
ტყიბულში, მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს

ტყიბულში, მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გაქურდულია უწყების კუთვნილი ავტომობილი და საწყობი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

დღის ამბები