06 მაისი 2024,   21:15
ვრცლად
9 წლის გოგონას მკვლელობა - იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა განესაზღვრა

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ნებიერიძეს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა განესაზღვრა.

გორში მცხოვრები 9 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი პოლიციამ ლიახვის ნაპირთან ახლოს იპოვა. ბავშვს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.  სამართალდამცველებმა 34 წლის იაგო ნებიერიძე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნებიერიძე ბავშვს გარკვეული დროის მანძილზე უთვალთვალებდა. იაგო ნებიერიძე მრავალჯერ ნასამართლევია.

დღის ამბები