03 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
ააიპ "გურჯაანის კულტურის ცენტრიდან" 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გურჯაანში, ააიპ "გურჯაანის კულტურის ცენტრიდან" 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მიზეზი დაწყებული მასშტაბური რეორგანიზაციაა, რომლის ფარგლებში კულტურის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებაა.

ვალერი შოშიაშვილის თქმით, თანამშრომლების მუშაობაზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას.

გათავისუფლებულთა ნაწილი კი სამსახურიდან დათხოვნას უსამართლოდ მიიჩნევს, რადგან მათივე თქმით, ყველა არჩევნებში ხმებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აგროვებდნენ.

კულტურის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, სიუჟეტი რამდენიმე კვირის წინ "რუსთავი 2"- მა მოამზადა.

მასალაში ნაჩვენები იყო, რომ თანამშრომლების უმრავლესობა ხელფასს იღებდა, თუმცა, სამსახურში არ ცხადდებოდნენ.

დღის ამბები