03 მაისი 2024,   10:38
ვრცლად
13 დაღუპული - სირიაში, ბაზართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

სირიაში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ აზაზში დანაღმული ავტომობილი ხალხმრავალ ბაზართან ახლოს აფეთქდა.

დაშავებულია რამდენიმე ათეული ადგილობრივი მოსახლე. ამ დროისთვის ქალაქს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.

პარალელურად, სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში ავიაიერიშები განახორციელეს.

ჰომსის პროვინციაში ისრაელის საჰაერო ძალებმა საჰაერო იერიში სირიულ საჰაერო ბაზაზე მიიტანეს.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაცით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. შედეგად ხანძარი გაუჩნდა საბრძოლო მასალების საწყობსა და სხვა შენობებს.

დღის ამბები