27 ივლისი 2024,   04:56
ვრცლად
მტკიცებულელებით დასტურდება მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენება - საქმის პროკურორი

მიხეილ კალანდიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის მისჯას, არ ეთანხმება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა, მიხეილ კალანდიას მხრიდან მიმალვის საფრთხე დაასახელა, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ კალანდია დაკავების მომენტშიც კი ჩვენების მისაცემად მიდიოდა და ის მიმალვას არ აპირებდა. ამასთან, ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე უთვალთვალებდნენ. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

„საქმეში არანაირი მტკიცებულება, ხაზს გავუსვამ მითუმეტეს ახალი მტკიცებულება, არ არსებობს. სანამ ეს მოვლენები მოხდებოდა, იყო გახშირებული რაღაც მანქანების გადაადგილება, თუმცა ესეთი თითქმის სულ შეიმჩნეოდა მაგრამ ალბათ უფრო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების შემდეგ უფრო გააქტიურდა,“- განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას.

„საქმეში არსებობს მტკიცებულებები. ასევე სასამართლომ გაიზიარა რომ ნამდვილად არსებობდა ვარაუდი ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენისას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება უბრალოდ არ შეეფარდებოდა. გახლავთ საქმეში მოწმეთა ჩვენებები. მათშორის შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც ბრალდებული მ.კ. შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს იმისა ამ ეტაპზე რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. ეს მტკიცებულებები მოპოვებულია  ძირითადად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ მ.კ-ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას,“-განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

მიხელ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.   

ამავე თემაზე
დღის ამბები